სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-05-17 16:55:07
ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთს ,,დამოუკიდებლობას" ულოცავს

"რუსეთი სათანადოდ აფასებს იმ წვლილს, რომელიც აფხაზეთს სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებაში შეაქვს."-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი ოკუპირებულ სოხუმში ეგრედ წოდებული „დამოუკიდებლობის“ 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რუსმა დიპლომატმა წაიკითხა. ლავროვი მიმართვაში აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო ველზე, საერთაშორისო ურთიერთობების დამოუკიდებელ სუბიექტად რესპუბლიკის წარდგენა“ არ არის ადვილი ამოცანა. „დრევანდელ პირობებში ეს პრინციპულობას და თანმიმდევრულობას მოითხოვს, მოითხოვს ცოდნას, რათა ადეკვატური რეაგირება მოახდინო, როგორც ღია მტრობაზე ასევე საჩვენებელ მეგობრულ დამოკიდებულებაზე, მთავარია იხელმძღვანელო დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გრძელვადიანი ინტერესებით“- ნათქვამია ლავროვის მილოცვაში. 

ამავე თემაზე