სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-05-17 16:44:41
პოლიციამ "ქართული მარშის" ლიდერი რამაზ გაგნიძე დააკავა (ვიდეო)

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის ბაღში, "ქართული მარშის" ერთ ერთი ლიდერი რამაზ გაგნიძე დააკავეს. გაგნიძე ამბობს, რომ მიზეზი მისთვის უცნობია. 

ამ დროისათვის "ქართული მარშის" წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან და მთავრობის კანცელარიასთან გადანაცვლებას გეგმავენ, სადაც საღამოს 19 საათისთვის ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა გაგნიძემდე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორისაა გია კრკოტაშვილი.

ასევე გამოკითხვაზეა გადაყვანილი  "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრი გურამ ფალავანდიშვილი. 

ამავე თემაზე