სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-05-17 16:27:17
ერევანში მერიის წინ აქცია პაშინიანის მოწოდების შემდეგ დაიშალა

ერევანში მერიის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ მინისტრის მოწოდების შემდეგ დაიშალნენ. პაშინიანმა ყველას მიმართა შეწყვიტონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები, გაათავისუფლონ ქუჩები და შეწყვიტონ გაფიცვები. მისი თქმით, თუ ქვეყანაში ხელისუფლება ხალხის ნდობითაა აღჭურვილი, მაშინ ასეთი აქციები ალოგიკურიუა. პაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ მას ხალხი გაუგებდა, თუკი მათი ქმედებები საბოტაჯის ლოგიკით არ იყო ნაკარნახები. ნიკოლ პაშინიანი ირწმუნება, რომ განიხილავს ყველა საპროტესტო აქციის მოთხოვნას, მათ შორის მერისა და გენერალური პროკუროროს თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ამის შემდეგ ქუჩების ბლოკირება მოიხსნა და საპროტესტო აქციებიც დაიშალა. აქცია გაგრძელდა სასამართლოსთან. შეიარარებული დაჯგუფების წევრები, რომელებიც 2016 წელს პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის გამო დაკავებული თანამებრძოლების აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ. ისინი აცხადებენ, რომ გამართავენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს და თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციებს გააგრძელებენ. 

ამავე თემაზე