სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-05-17 16:12:47
სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ იმ 17 მაისის საქმეს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში - წულუკიანი

დღევანდელ 17 მაისს ჩვენი მთავრობა, სამართალდამცველი სტრუქტურები და ხელისუფლება ბოლომდე იყო მომზადებული, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფის უსაფრთხოებაზე ეზრუნა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ 17 მაისის საქმეს, იმ 17 მაისისა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ადამიანის უფლებები დაირღვა, რადგან სახელმწიფომ მაშინ ვერ უზრუნველყო ლგბტ თემის და მისი წევრების უსაფრთხოება. დღევანდელ 17 მაისს ჩვენი მთავრობა, სამართალდამცველი სტრუქტურები და ხელისუფლება ბოლომდე იყო მომზადებული მათ შორის საოპერაციო დონეზე, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფების, თუ ამის საჭიროება გახდებოდა, უსაფრთხოება ეზრუნა. შემდეგ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ყველა ხედავს რომ დღეს თბილისის ქუჩებში არის საპოლიციო მზაობა. მსვლელობა, რომელიც მიმდინარეობდა მის პარალელურად სხვა ჯგუფიც რომ გამოსულიყო, ყველაფერი იქნებოდა მაქსიმალურად მოწესრიგებული. ამ პოლიტიკას ჩვენ გავაგრძელებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე