ოჯახის სიწმინდისა დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს სამი პირი დააკავეს
2018-05-17 15:56:43 · ამობეჭდვა

შსს-მ „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების -„თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავა.კიდევ ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ორი წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა.





გაზიარება და მოწონება