სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-05-17 15:49:13
ვურჩევდი რეორგანიზაციისთვის უფრო პასიური დრო აერჩიათ - ოქუაშვილი

"ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანია „იბერიის“ ხელმძღვანელობას ურჩევს, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს ჩაატარონ. ოქუაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანიას ჰყავს დირექტორი და თავად მათ საქმიანობაში აქტიურად არ ერევა.

„თუ ეს საშუალება მომეცემა ყველა ტელევიზიას ვურჩევდი, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს გააკეთონ. მაგალითად, როცა აგვისტოა, როცა ხალხი ისვენებს, თუმცა გადაწყვეტილება მათია. ეს ამბიციური გადაწყვეტილებაა და ამბიცია უკეთესზე აქვთ. ტელეკომპანიას ჰყავს დირექტორები. მე მათ საქმიანობაში ასე აქტიურად არ ვერევი. მე ახლა სახელმწიფო სამსახურში ვარ, რომ არა ეს ფაქტორი, მაშინ აუცილებლად ვურჩევდი, უფრო პასიური დრო აერჩიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მივესალმები ამბიციებს, დიდი ძალებითა და ახალი მიზნებით მოსვლას და საქმიანობის გაგრძელებას”, – განაცხადა ოქუაშვილმა.

ტელეკომპანია „იბერიაში“ რეორგანიზაცია გამოცხადდა. მიმდინარე სახელფასო დავალიანების გამო, დღეს ოპერატორებმა გადაღებაზე უარი თქვეს, რის შემდეგაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ არხზე რეორგანიზაციაა.

ამავე თემაზე