სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-05-17 15:25:35
"საქართველოს წმინდა პარლამენტი" - ონლაინ აქცია Facebook-ზე

“ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა” ფეისბუკზე გვერდი შექმნა- "საქართველოს წმინდა პარლამენტი" და ონლაინ აქცია დააანონსა. ორგანიზატორები მოუწოდებენ მხარდამჭერებს, იმის გამო, რომ პარლამენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება ეზღუდებათ, 19:00 საათზე თავი საქართველოს პარლამენტთან მოინიშნონ:

“ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები, 19:00 საათზე ონლაინ აქციას ვიწყებთ! თუკი პარლემენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით.

აქციაში ჩართვის მსურველებს გთხოვთ:

ზუსტად 19:00 საათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, Facebook-ის საშუალებით check-in გააკეთეთ მითითებულ ფეიჯზე: https://bit.ly/2KwwC01;
გრძნობად დაამატეთ 'Unsafe' და მიანიჭეთ შესაბამისი ემოჯი;
ტექსტში მიუთითეთ: "17 მაისი არის ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე" 
ტექსტში ასევე შეგვიძლიათ ინდივიდუალური მოწოდებების გაჟღერება, თუმცა აქვე გთავაზობთ რამდენიმე იდეას: "პარლამენტში რაც უნდა ის ქნან, ქუჩაში ნუ გამოდიან!"; "პირველი ქვა წმინდანებმა ისროლონ"; "იყო და არა იყო რა! - შსს-ს დაპირებები"; "შსს - დაჯექი! ორიანი!"; "ქართული მარში გაგხვევს შარში".
შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰეშთეგები: #არდავთმოთ17მაისი#ReclaimingMay17 "ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
 

ამავე თემაზე