კანცელარიასთან 19:00 საათზე ჰომოფობიას გააპროტესტებენ
2018-05-17 15:19:18 · ამობეჭდვა

"თანასწორობის მოძრაობის" მიერ დღეს დაგეგმილი აქციის გაუქმების მიუხედავად, მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიას მაინც გააპროტესტებენ. აქცია 19 საათზეა დაგეგმილი.

გარდა ამისა, დაიგეგმა ონლაინ აქციაც სახელწოდებით - "საქართველოს წმინდა პარლამენტი". “ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა” ფეისბუკზე ამ სახელწოდების გვერდი შეიქმნა:

“ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები, 19:00 საათზე ონლაინ აქციას ვიწყებთ! თუკი პარლემენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით” – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.





გაზიარება და მოწონება