სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-05-17 14:45:06
მთავარია, რომ გავაუქმებინეთ გეი აქცია და ერთი-ორი ადამიანი რას მოიმოქმედებს, ქუჩა-ქუჩა ვერ დავუწყებთ დევნას - ბრეგაძე

მე გუშინ გავუკეთე შეთავაზება ლგბტ თემის წარმომადგენლებს, რომ თუკი ისინი არ ჩაატარებდნენ აქციას, მაშინ „ქართული მარშიც“ არ ჩაატარებდა აქციას. მათ ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ ჩაატარებენ აქციას“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში და აღნიშნა, რომ „ქართული მარშისთვის“ მთავარია, ლგბტი თემის ღონისძიება ოფიციალურად გაუქმდა.

„ჩვენი მთავარი გამარჯვება არის ის რომ მათ ოფიციალურად გავაუქმებინეთ თავიანთი ღონისძიება. ახლა, ერთი-ორი ადამიანი რას მოიმოქმედებს, ჩვენ ნამდვილად ქუჩა-ქუჩა ვერ დავუწყებთ დევნას. აქ მთავარია, რომ ოფიციალურად გაუქმდა გეი აქცია, დანარჩენი მათ რაც უნდათ, ის გააკეთონ“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ამავე თემაზე