კარგი იქნებოდა, საქართველოს ეკლესიას დაეწესებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლოცვის დღე - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
2018-05-17 14:48:21 · ამობეჭდვა

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლოცვის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის. შესაბამის განცხადებას დეკანოზი, "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს და წერს:

"დღევანდელი დღის ანალოგიით კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს ეკლესიას დაეწესებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლოცვის დღე, როდესაც აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციის საწინააღმდეგო მსგავსი ლოცვითი მსვლელობები და ღონისძიებები ჩატარდებოდა,"-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.





გაზიარება და მოწონება