ბალტიის ქვეყნებმა აშშ-ს ნატოს დანაყოფების გაძლიერება მოთხოვეს
2018-05-17 14:31:31 · ამობეჭდვა

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ს ბალტიის ქვეყნებში დისლოცირებული ნატოს დანაყოფები საჰაერო და საზღვაო სამხედრო ძალებით გააძლიეროს. ამის შესახებ საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა აშშ-ს პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ჯონ ბოლტონს განუცხადეს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოითხოვეს, რომ ნატოს მოსალოდნელ სამმიტზე მეტი ყურადღება დაეთმოს ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას.





გაზიარება და მოწონება