სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-05-17 14:30:11
"ეს დღე აღინიშნება, მაგრამ ჩვენ ოჯახის სიწმინდის დღეს აღვნიშნავთ" - მეუფე შიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეზე (ვიდეო)

"ეს დღე აღინიშნება, როგორც ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვენ ოჯახის სიწმინდის დღეს აღვნიშნავთ" - ეს განცხადება, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ გააკეთა. კითხვაზე რატომ აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე მაინცდამაინც 17 მაისს, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა, მეუფე შიომ თქვა, რომ ეკლესიისთვის პრიორიტეტი ოჯახური ღირებულებების დაცვაა. 

"ეს დღე აღინიშნება, როგორც ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვენ ოჯახის სიწმინდის დღეს აღვნიშნავთ, იმიტომ, რომ ოჯახის სიწმინდეს დიდი საფრთხე ემუქრება მთელს მსოფლიოში. ჩვენთვის დღეს ოჯახური ღირებულებების დაცვა არის პრიორიტეტი ეროვნულ ცხოვრებაში და სასულიერო ცხოვრებაში. იმიტომ, რო ეს არის მთავარი საწინდარი ერის გამრავლების და სულიერი ამაღლების.

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას,"-განაცხადა მეუფე შიომ. 

ამავე თემაზე