სიახლეები
მთავარი სიახლე
რეგიონები
2018-05-17 14:12:59
გორში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს იარაღიდან ესროლეს

გორში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს, „სამეფო დარბაზს“ თავს დაესხნენ. 16 მაისს, ღამით, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამლოცველოს კარს ესროლეს, გარდა ამისა კედლებზე დატოვეს წარწერები „იწამე ღმერთი ჩვენი“. მომხდარით ფაქტით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაინტერესდა და პირველი ინფორმაცია გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია) მიმდინარეობს. ეს შემთხვევა გორში, იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობაში ხელის შეშლის პირველი შემთხვევა არ არის. ორი თვის წინ „ სამეფო დარბაზის“ გალავანზე ჯვრები გამოსახეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, გამოკვეთოს სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივი, გამოავლინოს დამნაშავეები და დასაჯოს ისინი კანონის სრული სიმკაცრით- ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: რადიო თავისუფლება

ამავე თემაზე