ქართული ნეონაციზმის ანატომია - "გამჭვირვალობის" კვლევა
2018-05-17 13:22:32 · ამობეჭდვა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" "ქართულ ნეონაციზმთან" დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.

კვლევაში საუბარია ე.წ. "ქართული მარშის" მიერ ჩატარებულ აქციებსა და აქციებზე გამოხატულ აგრესიაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა მიზნად ისახავს იმ ნეონაცისტური ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების იდენტიფიცირების მცდელობას, რომლებიც ბოლო პერიოდში ლიბერალური შეხედულებების მქონე ჯგუფების მიმართ ძალადობითა და აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ხშირ შემთხვევაში არაფორმალური გაერთიანებების წევრები არიან, ამიტომ სია, შესაძლოა, გაცილებით ვრცელი იყოს.

მართალია, ნეონაცისტური ორგანიზაციების დაფინანსების პირდაპირი წყაროების იდენტიფიცირება ვერ ხდება, თუმცა, ცალკეული ლიდერები პირდაპირ უკავშირდებიან რუსეთის სახელმწიფოს ან ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:





გაზიარება და მოწონება