დახურული შეხვედრა შსს-ში - ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია შესაძლოა აღარ გაიმართოს?
2018-05-16 13:01:10 · ამობეჭდვა

"თანასწორობის მოძრაობაში" ამ დრომდე არ აქვთ პასუხი კითხვაზე, გამართავენ თუ არა ხვალ, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აქციას. ორგანიზაციაში გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ხვალ, მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ დადგა. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, გეგმები შეიცვალა, თუმცა კონკრეტულად რა, ჯერჯერობით უცნობია. "თანასწორობის ინსტიტუტში" ამ დროისათვის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც გადაწყდება შედგება თუ არა ხვალ, დაანონსებული აქცია და რა ფორმით:

"ჩვენ ვიცით რა პცოესებსაც აქვს ქვეყანაში ადგილი. 17 მაისი ეს არის დღე, რომელიც მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. გუშინ მქონდა შეხვედრა შსს-სთან და შესაბამისად ახლა გვაქვს უბრალოდ სამუშაო პროცესი, სადაც ვმსჯელობთ იმაზე რას და როგორ ვაკეთებთ ხვალ. ამ დეტალებზე მოგვიანებით გავაკეტებთ განცხადებას." აცხადებს გიორგი თაბაგარი





გაზიარება და მოწონება