ბიზნეს ნიუსი
2018-05-15 13:57:53
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ახალციხეში პროფესიული განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით რეგიონებში შეხვედრებს მართავს. შესაბამისი ღონისძიება დღეს ახალციხეში  გაიმართა, რომელსაც  ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების  ფარგლებში გაკეთდა პრეზენტაციები პროფესიული განათლების  რეფორმისა და   სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარების საკითხში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობის შესახებ.  

საინფორმაციო შეხვედრების  მიზანი პროფესიული განათლების რეფორმისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ რეგიონულ ბიზნესში ცნობიერების ამაღლებაა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესის ეფექტიანად კოორდინირებისთვის და დუალური განათლების პოპულარიზაციისთვის პალატა ჰქმნის  საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას.  

რეგიონულ შეხვედრებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, რუსთავში, გორსა და ქუთაისში.

 

ამავე თემაზე