მელანია ტრამპი საავადმყოფოშია
2018-05-15 09:51:00 · ამობეჭდვა

აშშ-ს პირველი ლედი საავადმყოფოშია. მელანია ტრამპის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას თირკმელზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

პირველი ლედი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.

მეუღლე უკვე მოინახულა აშშ-ს პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი ვოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ვერტმფრენით ჩაფრინდა.





გაზიარება და მოწონება