2018-04-26 20:32:06
ივანიშვილი ბევრ დადებით იმპულსს შესძენს საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობას - ნაცვლიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ბევრ დადებით იმპულსს შესძენს საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობას - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა. 

ნაცვლიშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერს, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და პოლიტიკურ სცენაზე მისი აქტიურად გამოჩენა ბევრი დადებითი იმპულსის მატარებელი იქნება. 

„ჩვენ მალე შევალთ საპრეზიდენტო არჩევნების აქტიურ ფაზაში. კარგი გადაწყვეტილებაა. ძალიან ბევრ პოზიტიურ იმპულსს შესძენს საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობას. ეს ნაბიჯი მისასალმებელია. არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს. „ქართული ოცნება“ წარდგება როგორც უფრო ძლიერი გუნდი. ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერს, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და პოლიტიკურ სცენაზე მისი აქტიურად გამოჩენა ბევრი დადებითი იმპულსის მატარებელი იქნება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. 

ამავე თემაზე