2018-04-25 13:23:57
სომხეთის სპორტის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა - "... გავდივარ ქუჩაში"

სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გრაჩ როსტომიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ როსტომიანმა მედიას თავად განუცხადა:

"მესმის რა მომენტის მნიშვნელობა და თითოეული მოქალაქის სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობა, მე ვტოვებ თანამდებობას. როგორც პარტია "აყვავებული სომხეთის" მხარდამჭერი, ვემხრობი გაგიკ ცარუკიანის მოწოდებას ეროვნული მობილიზაციის შესახებ და პირადად გავდივარ ქუჩაში." ნათქვამია როსტომიანის განცხადებაში.

ამავე თემაზე