2018-04-24 10:29:17
ყაჩაღობა კასპში - ნიღბიანებმა ოჯახის წევრები სცემეს და დააყაჩაღეს

კასპის რაიონში გასულ ღამეს ოჯახი დააყაჩაღეს. სოფელ ფერმაში, ალიოღლების სახლში ნიღბიანები შეიჭრნენ და თანხა და ძვირფასეულობა წაიღეს. ოჯახის წევრები ნაცემები არიან. როგორც "პირველ რადიოს" დაზარალებულებმა განუცხადეს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნიღბიანები სახლში დაახლოებით 23 საათზე შეიჭრნენ. ოჯახის ინფორმაციით, თავდამსხმელები სულ ექვსნი იყვნენ.

ამჟამად ოჯახის წევრებს სამართალდამცველები კითხავენ. როგორც "პირველი რადიო" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სსკ 179-მუხლით.  დანაშაული 5-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ამავე თემაზე