2018-04-23 19:39:36
"თურმე შსს რაღაცა მასალას ამუშავებს, მე ამას არ მეუბნებიან... პროპაგანდისტულ ომში მე მათზე მეტი გამოცდილება მაქვს"

პრეზიდენტი გაკვირვებას გამოთქვამს, რომ შსს-ს ჰქონდა შეწყალებებთან დაკავშირებით სტატისტიკა და ქვეყნის პირველ პირს ინფორმაცია არ მიაწოდა. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

"ძალიან რთული იყო მეორე მომენტი, მსხვერპლი მიდის პოლიციის განყოფილებაში და ამბობს, რომ მოკლავენ, მიდის ეს ადამიანი სახლში და მას კლავენ. ამაში დამნაშავე არის პრეზიდენტი და შეწყალების კომისია, რომელსაც ორი წლის წინ რაღაც უნდა განეჭვრიტა. მე მაინტერესებს საზოგადოების რეაქცია და პრობლემის ადეკვატურად დანახვა. ეს ტრაგედია ხვალ აღარ განმეორდება? დაცულია ქალბატონი, რომელიც იგივე პოლიციის განყოფილებაში მივა? ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს ტრაგედია. ადეკვატურები უნდა ვიყოთ აუცილებლად. ამ პიარ ომში კომიკურად გამოვიდა, რომ თურმე შს სამინისტრო რაღაცა მასალას ამუშავებს, მე ამას არ მეუბნებიან. სტრუქტურა, რომელიც ვალდებულია კრიმინოგენური ვითარება გააუმჯობესოს, არ მიზიარებს ამ სტატისტიკას. რას ნიშნავს ეს?! მე შს სამინისტროსგან დაკვირვების რეჟიმში ვარ?! თუ შენ ფლობ ინფორმაციას, რატომ არ მიზიარებ?! როცა შენ პოლიციის მუშაკს რაღაცა სტატისტიკაზე ამუშავებ, ის პრეზიდენტს არ უნდა გაუზიაროს და პროპაგანდისტულ კამპანიაში უნდა გამოიყენო, იქნება მოქალაქე ამით უფრო დაცულია?! პროპაგანდისტულ ომში მე მათზე მეტი გამოცდილება მაქვს. ეს ადამიანები, ვინც მე იეჟოვის ლექსიკით მელაპარაკება, მინახავს კომკავიშირის მდივნების პერიოდში. ჩვენ ვნახეთ პროპაგანდისტული ომი შპარგალკებით და იეჟოვის ტერმინოლოგიით. რა თემას უნდა ჩავყვე და რას არა, ეს მე გავიარე კომკავშირის დროს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ამავე თემაზე