შეიძლება მოგვიწიოს მშენებლობების შეჩერება, ხეების გადარგვა ან მოჭრა - კალაძე
2018-04-17 10:58:48 · ამობეჭდვა

დღეიდან ცინცაძე-კარტოზიას სატრანსპორტო კვანძის პროექტი იწყება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვენლოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, ეს არის ახალი სატრანსპორტო კვანძი ცინცაძე- კარტოზიას პროექტი. ამ პროექტის განხორციელება დაახლოებით, 2 მლნ 700 ათასი ლარი დაჯდება და 5 თვე დასჭირდება მის დასრულებას. მოეწყობა ორდონიანი კვანძი, გზაგამტარი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას. ასეთი პროექტები მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანების კომფორტი, მოქალაქეების ურბანული საჭიროებები მოწესრიგებული იყოს ქალაქში. ჩვენ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გვაქვს დაწყებული ქალაქში, თუმცა ეს მგონია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე, როგორც იყო 50 წლის წინ, როცა რამდენიმე მანქანა დადიოდა დედაქალაქში. შესაბამისად, გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალი კვანძების მშენებლობით სატრანსპორტო პრობლემებს და საცობებს ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია საცობების პრობლემის მოსაგვარებლად. როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, მოგვიწიოს ნებართვების არგაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება, შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა ან მოჭრა, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი და შესაბამისად, არ მოგვერიდოს გადაწყვეტილებების მიღება",- განაცხადა კალაძემ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე