ერევანში მომიტინგეები პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად აქციის შეწყვეტას არ აპირებენ
2018-04-17 10:17:54 · ამობეჭდვა

ერევანის პოლიციამ დაუმორჩილებლობის აქციის ორგანიზატორს, ოპოზიციონერ დეპუტატს ნიკოლო პაშინიანს აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება გადასცა. "უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება შეკრების შეწყვეტის შესახებ"-განუცხადა პოლიციელმა პაშინიანს, დეპუტატმა მიღებული დოკუმენტი ყველას თვალწინ დახია. მომიტინგეები ისევ მივიდნენ პარლამენტისკენ მიმავალ ქუჩაზე პოლიციის კორდონთან, სადაც პაშინიანმა მიმართა პოლიციელებს თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან. შემდეგ აქციის ორგანიზატორები ისევ საფრანგეთის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მომიტინგეებთან ერთად მოქმედების მომავალ გეგმას განიხილავენ.





გაზიარება და მოწონება