2018-04-17 10:15:14
“ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობის” ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის ,,საქართველოს ეროვნული ერთობა” მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე, გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 

,,საქართველოს ეროვნული ერთობა” მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გაერთიანების ორი წევრი ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ შესაძლო რასისტულ ქმედებას აფასებენ და აცხადებენ, რომ ყველა გვერდში უნდა დაუდგეს იმ ადამიანებს, ვინც “საკუთარ ტერიტორიას”, ამ შემთხვევაში უბანს, იცავს. ვიდეოში სამი იარაღიც ჩანს. გაერთიანების წევრებს შსს-ში დაკითხვაზე დაიბარებენ.

ამავე თემაზე