ქალთა მიმართ ძალადობა - ანა ნაცვლიშვილი ქალთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება
2018-04-17 09:39:49 · ამობეჭდვა

ქალთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფების წარმომადგენლებს დღეს პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი შეხვდება.

პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას იმ რეკომენდაციებისა და მოსაზრებების მოსმენა სურს, რაც ქალთა ძალადობასა და ძალადობრივ დანაშაულში ბრალდებულთა შეწყალებას შეამცირებს.

„გაიმართება მაქსიმალურად ფართო კონსულტაციები ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან, პროფესიულ წრეებთან იმისთვის, რომ მივიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები და რჩევები როგორ უნდა გაძლიერდეს შეწყალების კომისია, რომ მაქსიმალურად ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევებში განხილვის სტანდარტი იყოს რაც შეიძლება მაღალი და მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს,“-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე