მამინაცვლის მიერ მოკლული თაკო გამრეკელაშვილის დედის ინტერესებს სამოქალაქო სექტორი დაიცავს
2018-04-17 09:27:49 · ამობეჭდვა

მამინაცვლის მიერ მოკლული თაკო გამრეკელაშვილის დედის ინტერესებს სამოქალაქო სექტორი დაიცავს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ქალთა მოძრაობა" საქმეს დეტალურად შეისწავლიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უნდა დადგინდეს იყო თუ არა ქმრის მხრიდან ძალადობა ნათია გობაძეზე და ჰქონდა თუ არა ადეკვატური რეაგირება მომხდარზე პოლიციას.

„საია აპირებს რომ ამ საქმეში ჩაერთოს დაზარალებულის ინტერესების დასაცავად. პირველ რიგში აღნიშნულ საქმეს შევისწავლით, ყველა საჭირო ღონისძიებას რაც ამ საქმის ფარგლებში იქნება შევისწავლით, მათ შორის წარსულში განვითარებულ ქმედებებსაც. იყო თუ არა სამართალდამცავთა მხრიდან რეაგირება ეფექტური და დროული,“-განაცხადა საია-ს იურისტმა მერი დაუშვილმა.





გაზიარება და მოწონება