25 წლის ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ
2018-04-17 09:16:40 · ამობეჭდვა

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი სასჯელის რა ზომას გამოიყენებს სასამართლო ბაქრაძის წინააღმდეგ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თაკო გამრეკელაშვილი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა.

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობას, მოკლულის ოჯახი კი უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ცნობილია, რომ მსხვერპლის შვილებთან, რომლებიც შემზარავ ფაქტს შეესწრნენ, ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე