არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა - ოჯახი გარდაცვლილი ჯარისკაცის შინაგანი ორგანოების გადმოსაცემად საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს
2018-04-16 21:53:03 · ამობეჭდვა

არჩილ ტატუნაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი 9 საათის განმავლობაში მცხეთის პროკურატურაში იმყოფებოდნენ. ცხინვალის იზოლატორში მოკლული ყოფილი სამხედროს მამას, საქმის მასალები გააცნეს და პირველად გამოიკითხა თავად გივი ტატუნაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა ჯერ არ არსებობს, ოჯახს დღეს დაუდასტურეს, რომ ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

არასამათავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი უნდა დააყენოს.

„იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები, გამოითქვა ვარაუდი, რომ ამან შესაძლოა, გაართულოს ექსპერტიზის ყოველმხრივი და სრულყოფილი შედეგების დადება. გაართულოს სიკვდილის მიზეზების დადგენა. ანუ ეს არის ვარაუდი. ჯერ არ ვიცით, ექსპერტიზა მუშაობს, მაგრამ ეს არის გარკვეული გამოწვევა, რომელიც დაფიქსირდა. ვინაიდან, ექპერტიზა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველოს ხელისუფლება დაეხმაროს საკუთარი ქვეყნის გამოძიებას და დააყენოს შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი. ამასთანავე, მე როდესაც შევისწავლე, დღეს საქმის მასალებს გავეცანი, იქ არ არის გადმოცემული არ აქვს ცხინვალის მხარეს სამედიცინო დოკუმენტაცია, მაგალითად, არჩილ ტატუნაშვილის იზოლატორში ყოფნის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია. ასევე, საავადმყოფოში გადაყვანის სამედიცინო დოკუმენტაცია, სამედიცინო და სამართლებრივი დოკუმენტაცია უნდა იყოს დამატებით გამოთხოვილი,“ - განაცხადა თამარ ავალიანმა.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე