2018-04-16 18:04:58
ერევანში "მასობრივი არეულობის" გამო პროკურატურამ საქმე აღძრა - დაშავებულია 33 ადამიანი (ვიდეო)

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ მასობრივი არეულობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ერევანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულები, რაც გახდა პროკურატურისთვის საქმის აღძვრის მოტივი. მომიტინგეები შეეცადნენ, პარლამენტის შენობისკენ მიმავალი ბაგრამიანის ქუჩაზე, პოლიციელების კორდონის გარღვევას. ისინი პოლიციის მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ. შეტაკებისას დაშავდა 30 მომიტინგე და 3 პოლიციელი. 

ამავე თემაზე