2018-04-06 14:18:08
ფისოები და გასაოცარი კაცუნები, პერუში ახალი გეოგლიფები აღმოაჩინეს

პერუში ნასკას პლატოზე არქეოლოგებმა 50 ახალი გეოგლიფი აღმოაჩინეს. ისინი უკვე შეტანილია იუნესკოს საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. გეოგლიფები მიწაზე დახატული დიდი ორნამენტებია, რომელთა დანახვა მხოლოდ სიმაღლიდანაა შესაძლებელი. ახალი გეოგლიფები დრონებზე დამონტაჟებული 3D-სკანერებისა და ფოტოაპარატების  საშუალებით აღმოაჩინეს. ნასკიზე ნახატები, რომელებიც ხაზებს, გეომეტრიულ ფიგურებსა და ცხოველების გამოსახულებებს წარმოადგენენ პირველად 1939 წელს აღმოაჩინეს, ითვლება, რომ მათი ასაკი ორიათას წელზე მეტია. 

ამავე თემაზე