2018-03-22 16:46:02
"მსოფლიო მოვიარე, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოვდივარ...სამწუხაროდ, ახლა სოხუმში ვერავინ მიდის"

საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოვდივარ - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც ავლაბრის სასახლეში გაიმართა. 

“მე დიდი ხანია პრეზიდენტი ვარ. სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფებოდი. ფაქტობრივად, მსოფლიო მოვიარე, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოვდივარ. თბილისში მეორედ ვარ, ადრე სოხუმში მომიწია ჩასვლა. სამწუხაროდ, ახლა სოხუმში ვერავინ მიდის. შესანიშნავი მხარეა, ჩემი საყვარელი მხარეა. ამიტომაც ყოველთვის მოწიწებით ჩამოვდივარ საქართველოში იმის მოლოდინით, რომ აქ გულთბილი და წესიერი ხალხი დამხვდება, როგორც ბელარუსში არიან ისეთები. მე აქ როგორც სახლში, ისე ჩამოვდივარ. აქ ჩვენთვის ახლო ხალხია. ბევრს ვსწავლობდით თქვენგან, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დროს. ქართველი მამაკაცები ყველაზე წარმატებულები და მდიდრები იყვნენ და ყველა გოგონას უყვარდა ისინი. ამიტომაც ასეთი კეთილი გრძნობები დაგვრჩა თქვენს მიმართ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბელარუსს არ აქვს დახურული თემები საქართველოსთან თანამშრომლობაში. ჩვენ ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯს საქართველოსთან მიმართებაში თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ჩვენ მივაღწევთ წელს 200 მილიონის ოდენობის სავაჭრო ბრუნვას“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
 

ამავე თემაზე