2018-03-21 14:34:38
"შეიძლება ჩვენს ამომრჩეველს გაუჭირდეს გარჩევა, სად მთავრდება ე.წ. „ევროპული საქართველო“ და სად იწყება „ქართული ოცნება“- ქანთარია თალაკვაძეს

ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენს ამომრჩეველს შეიძლება გაუჭირდეს გარჩევა, სად მთავრდება ე.წ. „ევროპული საქართველო“ და სად იწყება „ქართული ოცნება“, - ამ კითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.

„უმცირესობამ, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ ნასხლეტს, საკმაოდ მაღალი ოსტატობა გამოამჟღავნა, აიფარა ე.წ. კონსტრუქციული საბურველი, შემოვიდა მოლაპარაკებაში, მაქსიმალურად სცადა, რომ თავის ბილიკზე გადაეყვანა პროცესი და ამ ხნის განმავლობაში აეწია თემა, რომ თუ ეს არ იქნება ერთიანი რეზოლუცია და სიებს თუ არ მიიღებთ, მაშინ არაფერი იქნებაო. მათ ლიდერებს საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი იმ პრობლემის შექმნაში, რასაც ჰქვია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ორი ტერიტორიის აღიარება, ეს პრობლემა პირდაპირ შუბლში დაარტყეს მაშინ ჩვენს ქვეყანას. ამის შემდეგ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ მომავალში თუ ასეთი ტენდენციები გაგრძელდება, შეიძლება ჩვენს ამომრჩეველს გაუჭირდეს გარჩევა, სად მთავრდება ე.წ. „ევროპული საქართველო“ და სად იწყება „ქართული ოცნება“, - განაცხადა ქანთარიამ.
 

ამავე თემაზე