2018-03-20 15:32:45
"ჩვენ" ვიცით სად ცხოვრობ, ,,ჩვენ" გვახსოვს რაც ჩაიდინე" - ღია მუქარა გაბუნიას მისამართით

ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობა" ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ემუქრება. მუქარის ტექსტი მოძრაობის "ფეისბუქ" გვერდის საშუალებით ვრცელდება:

"და როდესაც განაგრძობ ცხოვრებით ტკბობას და იფიქრებ, რომ ყველაფერმა ჩაიარა გახსოვდეს - ,, ჩვენ" ვიცით სად ცხოვრობ, ,,ჩვენ" გვახსოვს რაც ჩაიდინე."

მე მძინარე ვარ... ვწევარ და მძინავს,
დაე, მძინავდეს.
ხედავ ჩემს შუბლზე ღიმილს დამცინავს,
როდესაც ნანა მესმის ძიძების -
ბევრს ეშინოდეს
ჩვენი სასტიკი და ულმობელი გამოღვიძების!!!" ნათქვამია მუქარის ტექსტში.

ამავე თემაზე