მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდა, დაიღუპა
2018-03-14 14:09:18 · ამობეჭდვა

დაახლოებით 70 წლის მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდა, დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ლიანდაგში ჩავარდნის შემდეგ, მას მატარებელი შეეხაჯა.

მომხდარის გამო მეტროსადგურ „გოცირიძესა“ და „დიდუბეს“ შორის მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ადგილზე სამართალდამცავები არიან. ფაქტთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას გეგმავს სატრანსპორტო სამსახური.





გაზიარება და მოწონება