მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა
2018-03-14 13:56:50 · ამობეჭდვა

მეტროსადგურ „გოცირიძესა„ და „დიდუბის“ ღია სადგურში, ე.წ. გადასარბენი მონაკვეთზე უბედური შემთხვევა მოხდა. ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა. ინციდენტის გამო, მეტროსადგურის მოძრაობა გაჩერებულია. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.





გაზიარება და მოწონება