სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-03-14 12:57:10
ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ტექსტის 95 % შეთანხმებულია - სესიაშვილი

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ტექსტის 95 % ფაქტობრივად, შეთანხმებულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომაარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

"მე შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთ რეზოლუციას. ეს სჭირდება ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება იმ მცირე დეტალს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენს შორის განსხვავება, არ მგონია წარმოადგენდეს ისეთ ღირებულ პრინციპს, რომლის გამოც ოპოზიციამ უარი უნდა განაცხადოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე. ტექსტის უდიდეს ნაწილზე, 95%-ზე ფაქტობრივად, შეთანხმებული ვართ და სულისკვეთება არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას სჭირდება. რაც შეეხება ერთ დეტალს, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კითხვაზე, პირადად ის ემხრობა თუ არა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, სესიაშვილი პასუხობს, რომ მას აქვს არგუმენტები, რომელზეც შეიძლება მსჯელობა სესიის ფორმატში.

ამავე თემაზე