2018-03-14 12:43:25
საყდრისის გადასარჩენად 13 პოლიტიკური პარტია ერთიანდება - მიმართვა ეკონომიკის სამინისტროს და საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა პარლამენტში

პოლიტიკური პარტიები საყდრისი ყაჩაღიანის ტერიტორიაზე 16 ჰა მიწის ფართობის შესაძენად ერთიანდებიან. ამ ფორმით საყდრისის გადარჩენის კომიეტეტი არემჯი გოლდისთვის ელესტრონულ აუზქცუონზე უკონკურენტო სტატუსის ჩემორთმევას გეგმავს.

13-მა პოლიტიკურმა პარტიამ დღეს ერთობლივიო განცხადებით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და აუქციონის გაუქმება მოითხოვა.

სამოქმედი გეგმის ნაწილია საყდრისის გადარჩენის ფონდის დაარსებაც, რომლის ინიციატივა „ახალ საქართველოს“ ეკუთვნის. ”ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი  პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ არ შეჩერდება აუქციონი, მაშინ პარტიები მოუწოდებენ საზოგადოებას შემოიტანონ ფონდში შემოწირულობა, რათა მოხდეს მიწის გამოსყიდვა.

„მოვუწოდოთ საზოგადოებას შემოიტანონ შემოწირულობა ჩვენ თვითონ გამოვისყიდოთ ეს ტერიტორია და დავამარცხოთ ის ეკოციდი, რაც ხდება ადგილზე“ -ამბობს მანჯგალაძე.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ ემ ჯი გოლდი არაფორმალურად და უკანონოდ უკვე აწარმოებს ამ ტერიტორიაზე გარკვეულ სამუშაობს და ეკონომიკის სამინისტრო ახლა უკვე ცდილობს ოფიციალურადაც გადასცეს  მიწის  ნაკვეთი:

"საყდრისის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მივიღეთ კატასტროფა, აქაც არის რისკი იმისა, რომ მივიღოთ საშინელი მდგომარეობა , რომელსაც მფარველობს თვითონ სახლემწიფო. საზოგადიოება უნდა იყოს კონსოლიდირებული, პოლიტიკური პარტიები ვართ კონსოლიდირებული, რომ ასეთი რაღაც არ მოხდეს და სახელმწიფო მოეგოს გონს"-აცხადებს "ენმ"-ს წევრი და საკრებულოს დეპუტატი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

"ეს არის ჩუქება ამ ტერიტორიის იმ კომპანიისთვის, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებს , ზიანის ანაზღაურებას არ ახდენს , რომელსაც ის გარემოს აყენებს თავის საქმიანობის ფარგლებში, ამიტომაც ჩვენ მივმართეთ სწორედ იმ უწყებას, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება აუქციონის გამოცხადების შესახებ , მისი უფლებამოსილებაა და შეაჩეროს ეს აქუციონი "- აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ ერთი ლიდერი თამარ კორძაია.

"ვითხოვთ სახელმწიფოსგან დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება და შეაჩეროს ეს აუქციონი. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს  იმ კომპანიას, რომელიც უკვე დღეს სტანდარტების დარღვევით აწარმოებს სამთო მოპოვებას" განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ.

აღნიშნულ აქციას უერთდება „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტია. პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში უფრო და უფრო იმატებს იმ საკითხების რაოდენობა, რაც განსხვავებული შეხედულებების მქონე პოლიტიკურ პარტიებს აიძულებს გაერთიანებას.

 

პარალელურად, საპარლამენტო უმცირესობა "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტში დაარეგისტრირა ინიციატივა გარემოს დაცვის კომიტეტის სპეციალური სხდომის ჩატარების მოთხოვნით. როგორც უმცირესობაში აცხადებენ, წინასწარი თანხმობა კომიტეტის თავმჯოდმარისგან უკვე მიღებულია, თუმცა სხდომის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. უმცირესობა ამბობს, რომ საკომიტეტო მოსმენის გარდა, ეს საკითხი გამოძებული უნდა იქნას საპარლამენტო კომისიის მიერ:

"აუცილებლად მიგვაჩნია, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის მაშინდელ ფაქტს , ისე  დღეს, გარემოსადმი მიყენებულ ზიანის ფაქტს ... ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული პარლამენტის მიერ" განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე