სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-03-14 11:30:57
"მომხდარი არის ვანდალური ფაქტი და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას" - ქართველ მუსლიმთა კავშირი

ქართველ მუსლიმთა კავშირი  12 მარტს ვალეში, კათოლიკური ლოცვის წიგნებისა და ხატების დაწვის ფაქტს გმობს და შემთხვევას “ვანდალურს” უწოდებს. ქართველ მუსლიმთა კავშირი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციას, ღიად და კრიტიკულად შეაფასონ მომხდარი და შესაბამისი მხარდაჭერა გამოხატონ საქართველოს კათოლიკე მრევლისადმი.

“ვფიქრობთ, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი წარსული და ამავე დროს დიდი სიმდიდრე. მიგვაჩნია, რომ მისი რაიმე ფორმით ხელყოფა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მომავალის განადგურებას და სამშობლოსადმი ღალატს.

მომხდარი არის ვანდალური ფაქტი და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას. ხელისუფლების და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების დროული მოქმედება და დროული სამართლებრივი შეფასება ერთისმხრივ ხელს შეიწყობს სამართლინობის აღდგენას და მეორესმხრივ საუკეთესო გამოსავალი იქნება მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის”, – ნათქვამია ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში.

რელიგიური ლიტერატურისა და ხატების დაწვის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება რელიგიური გაერთიანების მუშაობაში ხელშეშლის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე