ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - რა სანქციები ელის მოსკოვს ლონდონისგან
2018-03-14 10:42:15 · ამობეჭდვა

გრინვიჩის დროით შუაღამისას, ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა, სერგეი სკროპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის მიზეზების შესახებ ინფორმაციის გადაცემაზე, ამოიწურა. დღეს შესაძლოა ცნობილი გახდეს იმ სანქციების შესახებ, რომელიც შესაძლოა ლონდოლმა მოსკოვს სკრიპალის საქმის გამო დაუწესოს.

როგორც ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ "უფრო მასშტაბური" ზომები იქნება მიღებული. "უფრო მასშტაბური" ზომების გამოყნებისას ლონდონმა შესაძლოა ქვეყნიდან რუსი დაიპლომატები გააძევოს, ასევე შემოიღოს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები რუსი ბიზნესმენებისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ახლო კავშირი აქვთ რუსეთის ხელისუფლებასთან. ასევე შესაძლოა რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბრიტანეთის უმაღლესი ხელისუფლების პირებმა ბოიკოტი გამოუცხადონ, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებმა კი ერთობლივი დიპლომატიური დემარში.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ქალაქ სოლსბერიში ნერვიულ -პარალეპტიკური ნივთიერებით 4 მარტს მოწამლეს. ლონდონში დარწმუნებულები არიან, რომ სკრიპალები რუსეთში დამზადებული ნივთიერებით არიან მოწამლულები.

ტერეზა მეის ულტიმატუმს მოსკოვში საცირკო წარმოდგენა უწოდეს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ლონდონის ულტიმატუმს არ უპასუხებს, თუ საქმის მასალებზე წვდომა არ ექნება.





გაზიარება და მოწონება