ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადასცემენ - ჟურნალისტი თემურ ცხურბატი
2018-03-14 10:11:17 · ამობეჭდვა

ჟურნალისტი თემურ ცხურბატი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადასცემენ.

“ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ტატუნაშვილის ცხედარი, სავარაუდოდ, ცხინვალის პროზექტურაშია. მას ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ დაუბრუნებენ, ანუ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ვფიქრობ, ამას უკავშირდება ყველაფერი”, - განაცხადა ჟურნალისტმა.





გაზიარება და მოწონება