2018-03-14 10:03:11
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით,  ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებულია ზუგდიდის მცხოვრები გიორგი ზარანდია. 

„გალის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე. ტარდება საჭირო საგამოძიებო ღონისძიებები“, - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში. 

ამავე თემაზე