სიახლეები
მთავარი სიახლე
2015-11-19 15:44:11
"ოცნება"- 18%; "ნაციონალები"- 19%; "თავისუფალი დემოკრატები"- 19%; "პატრიოტები"- 13% - დამოკიდებულება პარტიების მიმართ

"პირველი რადიოსთვის ცნობილი ხდება, ევრაზიის თანამშრომლობის კვლევის ერთ-ერთი შედეგი, რომლის მიხედვითაც კითხვაზე როგორია თქვენი დამოკიდებულება შემდეგი პოლიტიკური პარტიების მიმართ, შედეგები ასე გადანაწილდა.

"ქართული ოცნება" - დადებითი 18% ნეიტრალური 36% უარყოფითი - 33 %

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - დადებითი-19%; ნეიტრალური- 31%; უარყოფითი-37 %

"თავისუფალი დემოკრატები" - დადებითი-19%; ნეიტრალური - 39%;  უარყოფითი-12 %

"პატრიოტთა ალიანსი" - დადებითი 13%; ნეიტრალური- 30%; უარყოფითი 29%

აღასნიშნავია რომ ეს პასუხები არ ნიშნავს შეკითხვას - "ხვალ, რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიურ პარტიას მისცემდით ხმას"

კვლევა ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოკითხვა სი-არ-არ-სი საქართველომ ჩაატარა.

გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს ფონდი საზოგადოებას 25 ნოემბერს წარუდგენს. ანგარიში მიმოიხილავს 2015 წლის გამოკითხვისა და ბოლო 7 წლის ძირითად ტენდენციებს

ამავე თემაზე