სიახლეები
პოლიტიკა
ეკონომიკა
მთავარი სიახლე
2018-02-17 11:39:32
გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა 

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და განხორციელებული რეფორმები გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე შეხვდა.

მთავრობის მეთაური საერთაშორისო ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალსა და მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, დსთ-სა და მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინეთთან და მუშაობს ასეთივე ხელშეკრულების გაფორმებაზე ინდოეთთან.

პრემიერ-მინისტრმა მსხვილი გერმანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოში მიიწვია, რათა ისინი პირადად გაეცნონ შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

ოფიციალურ ვახშამს 30-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ამავე თემაზე