სიახლეები
ეკონომიკა
მთავარი სიახლე
2018-02-16 12:18:33
ჩვენი მიზანია, რომ ახალი საგადასახადო ინიციტივა ძალაში 1 ივლისიდან შევიდეს - ბახტაძე

 მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადის შემცირებასთან დაკავშრებით, დღეს განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ინიციატივა განკუთვნილია საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობისთვის და  რეფორმა სრულად მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.მისივე თქმით, აღნიშნული ინივიტივა უახლოეს დღეებში გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მათი მიზანია, რომ აღნიშნული ინიციატივა ძალაში შევიდეს მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან.

"პირველი - ჩვენი ინიციატივის ფარგლებში მცირე მეწარმის სტატუსს მიიღებს ყველა ადამიანი, რომლის შემოსავალი არ აღემატება ნახევარ მილიონ ლარს. დღეს ეს ზღვარი არის 100 000 ლარი და ჩვენ 5-ჯერ ვზრდით მას. მეორე - ჩვენ 5-ჯერ ვამცირებთ გადასახადებს ჩვენი მეწარმეებისთვის და დღეს არსებული 5%-იანი ზღვრიდან ჩამოვდივართ 1%-იან ნიშნულზე. მესამე - ეს გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი, რომ ქართველი მეწარმეები რაც შეიძლება ნაკლებ დროს უთმობდნენ საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაციას და მთლიანად ფოკუსირებულები იყვნენ თავიანთ ძირითად საქმიანობაზე, შესაბამისად, ეს საგადასახადო ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ გაუქმდება დამატებითი ბუღალტერიის წარმოების ვალდებულება და მცირე მეწარმეებს ექნებათ ვალდებულება სასაქონლო ჟურნალის პარალელურად აწარმოონ მხოლოდ სასაქონლო ზედნადების ოპერაციები და სალარო აპარატი. მეოთხე - დღეს არსებული პრაქტიკა გულისხმობს გადასახადების წინასწარ გადახდას ე.წ. საავანსო რეჟიმში, აღნიშნული პრაქტიკაც გაუქმდება და მცირე მეწარმეები 1%-იან ბრუნვის გადასახადს თვის ბოლოს გადაიხდიან. მეხუთე - მცირე მეწარმეები, რომლებიც მცირე მეწარმის სტატუსის პარალელურად ჩათვლიან საჭიროდ დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად, ისინი სტანდრატულ რეჟიმში შეძლებენ დღგ-ს ჩათვლას ან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას ცენტრალური ბიუჯეტიდან 5-დან 7 დღემდე ვადაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ამავე თემაზე