2018-02-14 18:12:02
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა რძის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა  და შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რძის გადამამუშავებელი საწარმო „ნებიერა“ გახსნეს. ღონისძიებას ქალაქ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში   კახა სამხარაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი ესწრებოდნენ.  ახლადგახსნილი საწარმო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრია.

საწარმო ნებიერა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2008 წელს დაფუძნდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს. ის  გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამისა და კოლეჯი „განთიადის“ შესაბამისი სფეროს (რძის გადამამუშავებლის ტექნოლოგის პროგრამა) სტუდენტებისათვის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.  პარალელურად  „ნებიერა“  რძის პროდუქციას აწარმოებდა, რომლის რეალიზებაც ძირითადად შიდა ქართლში ხდებოდა.   საწარმო დღეიდან პროფესიული განათლების კომპონენტის მხარდაჭერას განაგრძობს. ნებიერაში პროფესიული კოლეჯის სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას.

საწარმო „ნებიერა“ ხელახალ გახსნამდე  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა, თუმცა ამჟამად იჯარით ადგილობრივ მეწარმეს ირმა კიტრიაშვილს გადაეცა, რომელიც ქარხნის მუშაობის განახლებასთან ერთად დუალური პროფესიული განათლების განვითარებისხელშეწყობის  ვალდებულებასაც იღებს. ამ დროისთვის ქარხანაში 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

ამავე თემაზე