ნოდარ გუგეშაშვილს აქვს გამჭოლი ჭრილობა, დაზიანებულია ორივე ფილტვი, ხორხი და საძილე არტერია
2018-02-14 12:29:10 · ამობეჭდვა

ნოდარ გუგეშაშვილს გამჭოლი ჭრილობა აქვს, დაზიანებულია ორივე ფილტვი, ასევე ხორხი და საძილე არტერია, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა -აცხადებს დოდო გუგეშაშვილის ძმა. კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა სამართალდამცველებს დაკითხვის დროს შეკითხვები ბიზნესთან დაკავშირებით, ნოდარ გუგეშაშვილი განმარტავს, რომ ის დაკითხვაზე რამდენიმე წუთით იმყოფებოდა და კითხვები ამის თაობაზე არ დასმულა.


„დაკითხვაზე ფაქტობრივად არც ვყოფილვარ, რამდენიმე წუთით ვიყავი, ვიღებდი ცნობას იმის თაობაზე, რომ ცხედარი სამხარაულიდან გამომესვენებინა. რაც შეეხება ბიზნესს, დოდოს საერთოდ არავითარი ბიზნესი არ ჰქონია. ასევე გელა ნიკოლეიშვილისგან რაც მოვისმინე ჩანაწერი, ეს არის ის, რომ ვიღაც პიროვნებას უკრაინაში რაღაცის გადაადგილებაზე დახმარება უნდოდა, რა იყო ეს პროდუქცია, არ ვიცი“ აცხადებს გუგეშაშვილი.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა დაქირავებული ქილერის ვერსიას, დოდო გუგეშაშვილის ძმა ასე პასუხობს: „ვერაფერს გამოვრიცხავ, ნოდარისგან ნაწყენი არასდროს არავინ არ ყოფილა, გარდა იმ ფაქტისა, რომელიც 15 წლის წინ მოხდა“.





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე