2018-02-14 11:03:06
ვინც ამბობს, რომ აგრესიულად გვიპასუხებს თუ დავარტყამთ, არ გამოუცდია ოსმალური ალიყური - ერდოღანი

ვინც ამბობს, რომ აგრესიულად გვიპასუხებს თუ დავარტყამთ, არ გამოუცდია ოსმალური ალიყური - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ-ს გადაწყვეტილება სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის მხარდაჭერის გაგრძელებაზე გავლენას მოახდენს თურქეთის სამომავლო ნაბიჯებზე:

„ჩვენი მოკავშირის აშშ-ს გადაწყვეტილება ფინანსური დახმარება გაუწიოს „სახალხო თავდაცვის ძალებს“, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ჩვენ თითოეულ ტერორისტს გავანადგურებთ. მაშინ გაიგებენ, რომ ტერორისტებთან ერთად დგომა არ ღირს. ცხადია, რომ ვინც ამბობს, რომ აგრესიულად გვიპასუხებს თუ დავარტყამთ, არ გამოუცდია ოსმალური ალიყური “ განაცხადა ერდოღანმა. 

ამავე თემაზე