2018-02-14 11:00:44
"ვარკეთილში" მომხდარის გამო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის გამო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლების ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.

"ამ ეტაპზე ჩვენ მიერ შესწავლილი იქნა არსებული გარემოებები და აშკარაა ის, რომ იყო ხარვეზები სამუშაოების შესრულების დროს, დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. კერძოდ, საპროექტო სამუშაოების მიღება - ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როდესაც მოთხოვნილი იყო ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა. ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა, მანამდე მინდა სატრანსპორტი კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა კობახიძეს დავავალო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლების ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში", - განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე