2018-02-14 10:46:49
"მოყუჩდნენ, დაოკდნენ და სანამ ოპოზიციურ პარტიებზე რამეს იტყვის კარგად დაფიქრდნენ...ეს ორ შაურად მიყიდული ექსპერტები"

პოლიტიკური ექსპერტები უმჯობესია მოყუჩდნენ, დაოკდნენ და სანამ ოპოზიციურ პარტიებზე რამეს იტყვიან კარგად დაფიქრდნენ, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ  განაცხადა. ბარამიძე მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას და ექსპერტების მხრიდან შეფასებებს ეხმაურება, რომლებიც ფიქრობენ, რომ პარტიები ვერ შეთანხმდებიან. 

,,არსებობს ლიდერთა საბჭო, სადაც 15 პარტია შედის. ლიდერთა საბჭოს მთავარი მიზანი ოპიზიციის ერთიანობაა და ეს ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზეც დავადასტურეთ. გვსურდა და ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთიან კანდიდატის დასახელებაზე მოვუწოდებდით, იგივეს მოვუწოდებთ ახლაც. თუმცა, გამაღიზიანებელია ქართველი ვაი-ექსპერტების გაცხადებული მოსაზრებები, თითქოს დამოუკიდებლობას რომ ინარჩუნებენ და ამ დროს ბიძინა ივანიშვილს თვალებში შესციცინებენ. ამ ექსპერტებს თუ მოუსმენთ, ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ და მათ ნულოვან პარტიებად მოიხსენიებენ. ნულოვანი პარტიები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი ან ყიდულობს ამომრჩეველს ან ატყუებს, ან აშინებს, რომ სოციალურს მოუხსნის და დანარჩენ შედეგებს აყალბებს. ეს ძალიან კარგად იციან ამ ვაი ექსპერტებმა. ვინ დაარქვა მათ საერთოდ ექსპერტები, ან როდის დაირქვეს რომ ექსპერტები არიან? გადაავლონ თვალი ვინ არიან პოლიტსაბჭის ლიდერები, ეს ის ხალხია, რომლებიც თავიდანვე ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში და იბრძოდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენ ვითომ ექსპერტებს ჭიანჭველის ოდენა წონა არ ჰქონდათ საზოგადოებაში. საერთოდ მათი არსებობის შესახებ ორმა კაცმაც რომ არ იცოდა. ამიტომ, მოყუჩდნენ, დაოკდნენ და სანამ იპოზიციურ პარტიებზე რამეს იტყვის კარგად დაფიქრდნენ, ვისზე ლაპარაკობენ ეს ორ შაურად მიყიდული ექსპერტები". - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ამავე თემაზე