აშშ-ს დაზვერვა: უკრაინაში შესაძლოა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს
2018-02-14 10:36:01 · ამობეჭდვა

უკრაინაში არსებული სიტუაციის მიხედვით, შესაძლოა ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის დენ კოუტსის მოხსენებაში, რომელიც სენატშია წარდგენილი. ვადმდელი არჩევნების ჩატარებისთვის რამდენიმე მიზეზი სახელდება: მოსახლეობის უკმაყოფილება რეფორმების ტემპით, ცხოვრების დონის გაუარესება, კორუფციის ზრდა და პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვა.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ არსებული სიტუაციით ცდილობს ისარგებლოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ "წინასაარჩევნოდ დაასუსტოს პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სახელისუფლებო კოალიცია".

დოკუმენტის ავტორის აზრით, ყველფერმა ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უკრაინის ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქვეყანა შესაძლოა მიიყვანოს საგარეო კურსის ცვლილებამდე.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წლეს უნდა გაიმართოს. ოპოზიციუირი ძალები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ასევე პრეზიდნტის იმპიჩმენტის მოთხოვნასაც აყენებს.





გაზიარება და მოწონება